ავტორი: თამარ ჯაყელი , ანა კლდიაშვილი , ნინო ღაღანიძე

ხელოვნების დამხმარე სახელმძღვანელო I-II კლასებში

  • მარაგშია
  • პროდუქტის კოდი: 000064
  • ISBN: 978-9941-481-13-0
  • გამომცემლობა: კლიო
  • ყდის ტიპი: რბილი
  • გვერდების რაოდენობა: 82
8.00 ₾

უთხარი მეგობრებს:

აღწერა

დამხმარე სახელმძღვანელო ხელოვნებაში დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის. განსაკუთრებულ დახმარებას სახელმძღვანელო პირველი და მეორე კლასის მოსწავლეებს გაუწევს, რადგან, როგორც ცნობილია, წელს ამ კლასებში მოსწავლის წიგნები არ არსებობს.

სახელმძღვანელო აგებულია საგნობრივი სტანდარტის შესაბამისად და ეფუძნება მდიდარ პრაქტიკულ გამოცდილებას. მასში მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით თავმოყრილია სხვადასხვა მხატვრული ტექნიკისა თუ ტექნოლოგიის ამსახველი გაკვეთილები, ხოლო თემატიკა მრავალფეროვანი და საინტერესოა. სწავლა/სწავლების პროცესის გასამარტივებლად ავტორები სთავაზობენ მოსწავლეებს თითოეული მხატვრული პროცედურის ეტაპობრივ გაცნობას, აჩვენებენ ყველა საჭირო მასალასა თუ იარაღს და თანდათანობით მიჰყავთ იგი ნამუშევრის დასრულებამდე. ტრადიციული სახატავი მასალის, ბუნებრივი და ხელოვნური რესურსის, იმპროვიზირებული სახატავი იარაღების გამოყენება უღვივებს მოსწავლეს შემოქმედებით ფანტაზიას და მისი თვითრეალიზაციის საუკეთესო პირობებს ქმნის.

გამომცემლობა იმედოვნებს, რომ დამხმარე სახელმძღვანელო ხელოვნების მასწავლებლის და მოსწავლის საინტერესო მეგზური გახდება ხელოვნების სამყაროში სამოგზაუროდ.