ავტორი: გიორგი იოსელიანი

ტესტები აბიტურიენტებისთვის მათემატიკაში

  • მარაგშია
  • პროდუქტის კოდი: 000076
  • ISBN: 978-9941-441-78-3
  • გამომცემლობა: კლიო
  • ყდის ტიპი: რბილი
  • გვერდების რაოდენობა: 186
10.00 ₾

უთხარი მეგობრებს:

აღწერა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მათემატიკის საგანში შედგენილი საგამოცდო ტესტების ანალოგიური 28 სრულყოფილი ტესტი.

პირველი 4 ტესტი არ მოითხოვს მათემატიკის საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებული ყველა საკითხის ცოდნას; მათი შესრულება რეკომენდებულია ეტაპობრივად, მასალის შესწავლის პროცესში, ცოდნის შემოწმებისა და განმტკიცების მიზნით.

დანარჩენი 24 ტესტი მოიცავს სრულ მასალას, რომლის ცოდნაც მოეთხოვება აბიტურიენტს ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩასაბარებლად მათემატიკაში.

ტესტების შესრულება საშუალებას მისცემს აბიტურიენტს, შეამოწმოს თავისი ცოდნა და უნარები, რომელიც აუცილებელია მათემატიკის გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად, და აღმოფხვრას არსებული ხარვეზები.

მოცემული ტესტები შექმნილია მრავალწლიანი მუშაობის შედეგად და ეხმარება აბიტურიენტს გამოცდისათვის მომზადების პროცესში, როგორც ცოდნის განმტკიცებისა და საჭირო უნარების შეძენის, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც.