ავტორი: ისქენდერ ფალა

სიკვდილი ბაბილონში, სიყვარული სტამბოლში

  • მარაგშია
  • პროდუქტის კოდი: 000088
  • ISBN: 978-9941-481-89-5
  • გამომცემლობა: კლიო
  • ყდის ტიპი: რბილი
  • გვერდების რაოდენობა: 396
7.00 ₾

უთხარი მეგობრებს:

აღწერა

ცნობილი თურქი მწერლის ისქენდერ ფალას რომანი „სიკვდილი ბაბილონში, სიყვარული სტამბოლში“

ისქენდერ ფალა 1958 წელს უშაქში დაიბადა. 1979 წელს დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტი.
1983 წელს დაცული სადისერტაციო ნაშრომის თემა დივანის ლიტერატურა იყო. 1998 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. მივიწყებული დივანის ლიტერატურის პოპულარიზაციას არაერთი სტატია, ესეი, ნოველა და საგაზეთო წერილი მიუძღვნა. მის სემინარებსა და ლექციებს ყოველთვის ბევრი მსმენელი ჰყავს.
ისქენდერ ფალა, რომელსაც „დივანის პოეზიის მოამაგეს“ უწოდებენ, არაერთი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია. მშობლიურ ქალაქში „უშაქის სახალხო გმირის“ ტიტული მიენიჭა.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
„სიკვდილი ბაბილონში, სიყვარული სტამბოლში“ მწერლის პირველი რომანია, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა.

რომანი თურქულიდან თარგმნა ნანა ჯანაშიამ.