ავტორი: აბდ ალ-ჰამიდ შარაფი

აღმოსავლეთ-დასავლეთის თოთხმეტსაუკუნოვანი ბრძოლა

  • მარაგშია
  • პროდუქტის კოდი: 000091
  • ISBN: 978-9941-481-42-0
  • გამომცემლობა: კლიო
  • ყდის ტიპი: რბილი
  • გვერდების რაოდენობა: 228
7.00 ₾

უთხარი მეგობრებს:

აღწერა

ეგვიპტელი გენერალი აბდ ალ-ჰამიდ შარაფი ამ სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის ნაშრომში ისლამური ახლო აღმოსავლეთის დასავლეთთან ურთიერთობაზე და ამ ურთიერთობის თოთხმეტსაუკუნოვანი ისტორიის საკვანძო მომენტებზე მოგვითხრობს. ავტორი ცდილობს თვალი მიადევნოს იმ ისტორიულ მიზეზებს, რამაც აღმოსავლეთი და ისლამური ცივილიზაცია დღევანდელ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისებამდე მიიყვანა.
წიგნში მკითხველი გაეცნობა ჯვაროსნული ომების საინტერესო ეპიზოდებს, XIX საუკუნის ევროპული კოლონიალიზმის დამღუპველ შედეგებს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკისათვის, ოსმალეთის იმპერიის მარცხის მიზეზებსა და მრავალ ისეთ ისტორიულ ფაქტს, რომელიც ახალი თვალით დაგვანახებს ამ ისტორიულ მოვლენებს, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოთა უახლესი ისტორიის ჭრილში.
წიგნი საინტერესო იქნება ისტორიკოსებისთვის, აღმოსავლეთმცოდნეებისა და აღმოსავლურ-დასავლური ურთიერთობებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

წიგნი არაბულიდან თარგმნა დარეჯან გარდავაძემ.