ავტორი: ანა ხელაია
აღწერა
წიგნში მხატვრულად, მოთხრობების სახით, გადმოცემულია „ქართლის ცხოვრებაში“ დაცული ჩვენი ქვეყნის ისტორიის ცალკეული ეპიზოდები. ავტორები კალმითა და ფუნჯით გადმოგვცემენ იმ მნიშვნელოვან ამბებს, რომლებიც ამ, ჩვენი ერისათვის ძვირფას, ძეგლშია დაცული.
წიგნი დააინტერესებს არა მარტო ბავშვებს, არამედ ყველა თაობის ადამიანს, ვისაც საქართველოს წარსულის ცოდნა სურს. ასევე წიგნი გამოდგება სკოლის მოსწავლეებისათვის დამატებით საკითხავ მასალად.