ავტორი: გიორგი დვალაშვილი
აღწერა
სუპერზე – საირმის კლდეები, ლეჩხუმი. ბადრი ვადაჭკორიას ფოტო
სერიით „საქართველოს საგანძური“ უკვე გამოსულია „საქართველოს 100 კურორტი“ და „საქართველოს 100 მუზეუმი“.
ამჯერად გთავაზობთ ახალ წიგნს — „საქართველოს ბუნების 100 საოცრება“. მასში საქართველოს ბუნების ასი ძეგლი — ბუნების ასი საოცრებაა წარმოდგენილი, რომლებიც მნიშვნელობითა და უნიკალურობით ტოლს არ უდებენ ერთმანეთს. თითოეული თავისი სილამაზით, განუმეორებლობითა და სრულყოფილებით აოცებს მნახველს და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ბუნება უბადლო შემოქმედია.
ვიმედოვნებთ, ეს წიგნი ერთგვარი გზამკვლევი გახდება როგორც მკითხველთა ფართო წრისთვის, ისე შესაფერისი პროფილის სპეციალისტებისა და ტურისტებისათვის.
ხელმისაწვდომია წიგნის ინგლისური და რუსული გამოცემებიც.